logo
ENG



ქმრის მკვლელობის დაფარვისთვის ცოლს 5,5 წელი, მკვლელობისთვის კი კაცს უვადო მიუსაჯეს

03 დეკ 202117:36
3 წუთის საკითხავი
clock 16411
2021/12/03/zl80xeqpttzz8y9.jpg

კასპში ქმრის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებულ ქეთევან ჩხაიძეს გორის რაიონულმა სასამართლომ 5 წლითა და 6 თვის პატიმრობა მიუსაჯა. 

სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჩხაიძის ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ კახიშვილი და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 

34 წლის ნოდარ ღუნაშვილი 13 მარტს მოკლეს. შემთხვევიდან მეორე დღეს სამართალდამცავებმა 30 წლის ზურაბ კახიშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან გარკვეული ხნის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მოკლულის ცოლი, 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს.

 

 


close დახურვა