კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მინისტრის საათის" ფარგლებში მოსმენისას დეპუტატი თაკო ჩარკვიანი რამდენჯერმე მოიხსენია შეურაცხმყოფელად და მის მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა.
დამაზუსტებელი კითხვების შემდეგ თეა წულუკიანმა თაკო ჩარკვიანზე თქვა: "ერთი შეურაცხადი დეპუტატი ყველა პარლამენტში საჭიროა იმისთვის, რომ გაგვახალისოს".
ამის შემდეგ გააგრძელა, რომ სხვა ქალი ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებით, თაკო ჩარკვიანს "არავითარი პოლიტიკური მომავალი არ აქვს". წულუკიანის რეპლიკებს ადგილიდან პასუხობდა თაკო ჩარკვიანი, თუმცა მიკროფონი არ ჩაურთეს და მასთან მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი მივიდა, რაზეც მინისტრმა კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გააჟღერა ტრიბუნიდან:
"ახლა პერანგს ვერ ჩააცმევთ და თუ შეეშვებით და აცდით, რომ განერვიულდეს, კარგი იქნება. ჩემო კულტურულო თაკო, გაიქეცი და დაწექი პარლამენტის წინ, ჩქარა".