შრომის ინსპექციის წარმომადგენელი ამბობს, რომ კლუბი ხიდი დააჯარიმეს, ხოლო დალუქვის ბრძანება მიღებულია და ხიდს მიეცა გონივრული ვადა, რისი გასვლის შემდეგაც ინსპექცია ობიექტს დალუქავს.
"შრომის ინსპექციის მიერ ობიექტი დაჯარიმდა, როგორც ფიზიკური პირი 10 000 ლარით დაჯარიმდა და სამართლადამცავს ჩაბარდა შესაბამისი ოლქი, რაც შეეხება დალუქვის პროცედურებს, ბრძანება დალუქვასთან დაკავშირებით არის მიღებული, შესაბამისად, ობიექტს მიეცა გონივრული ვადა, რომ მოხდეს ობიექტიდან გამოსვლა, როგორც გითხარით მივეცით გონივრული ვადა, გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, მოვალთ და ობიექტს დავლუქავთ" - ამბობს შრომის ინსპექციის წარმომადგენელი.
ცოტა ხნის წინ, შრომის ინსეპქციამ განცხადება გაავრცელა, რომ ხიდი დალუქეს და დააჯარიმეს. კლუბის დაჯარიმების მიზეზად ინსპექცია აკრძალული გასართობი ღონისძიების გამოვლენას და კარანტინის წესის დარღვევას ასახელებს.
21 თვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ "ხიდმა" პირველ საკლუბო ღამეს უმასპინძლა, რის გამოც 10 000 ლარით დაჯარიმდა. ღონისძიებას მხოლოდ ე.წ. მწვანე სტატუსის მქონე პირები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია.