logo
ENG



შანტაჟი და ზეწოლა დმანისში

08 დეკ 202119:58
3 წუთის საკითხავი
 

ამ დრომდე გაუჩინარებულია ოპოზიციონერი დეპუტატი. დმანისში, სადაც ქართულ ოცნებას უმრავლესობა არ აქვს, საკრებულოს წევრს ვერ უკავშირდებიან. ან უნდა შევიდე, ან უნდა თავი მოვიკლა - ამ სიტყვების შემდეგ თანაგუნდელები ამბობენ, რომ რამაზ რამაზანოვი აღარ ჩანს.

ორ დღეში საკრებულოში მორიგი სხდომაა დაგეგმილი. პირველ შეკრებაზე თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ოცნება ძალაუფლების შენარჩუნებას აქაც, ბათუმის მსგავსად, შანტაჟითა და მუქარით ცდილობს. დეპუტატობამდე რამაზ რამაზანოვი სკოლის დირექტორის პოსტიდანაც მოხსნეს. 


close დახურვა