logo
ENG



ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო სხდომა გადაიდო

16 დეკ 202114:48
3 წუთის საკითხავი
clock 661

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო სხდომა გადაიდო. დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, ბრალდების მხარემ რეპლიკის მოსამზადებლად გარკვეული დრო მოითხოვა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემდეგი სასამართლო პროცესი საახალწლო დღესასწაულების შემდეგ 2022 წლის 11 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება. 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება.

ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.


close დახურვა