
დეპუტატმა, ეკა სეფაშვილს აინტერესებს იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს თუ არა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რიგით პატიმრად. რატი ბრეგაძე მინისტრის საათის ფარგლებში დღეს პარლამენტის წინაშე წარსდგა.
20-წუთიან გამოსვლაში ბრეგაძეს არც სააკაშვილის საქმე და არც მისი დაკავება არ უხსენებია, თუმცა ამ საკითხზე დეპუტატებმა დასვეს კითხვები.
"ჩვენი ხშირად და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხშირად აპელირებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული პირობები. თქვენთვის როგორ იუსტიციის მინისტრისთვის, მიხეილ სააკაშვილი ერთი რიგითი, ჩვეულებრივი პატიმარია?" - ჰკითხა მინისტრს ქართული ოცნების დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა.