logo
ENG



მთავრობას შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2023-მდე გაუხანგრძლივდა

22 დეკ 202116:16
3 წუთის საკითხავი
 
მთავრობას შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2023-მდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2023-მდე გაუხანგრძლივდა. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესაბამის ცვლილებას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ - 4 წავიდა. 

ქართული ოცნების მტკიცებით, კანონში შესატანი ცვლილებების მიზანია, "შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება".

მუხლი, რომლის მოქმედების გახანგრძლივებასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა, მთავრობას ლოკდაუნის, კომენდანტის საათის და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის დაწესების უფლებას აძლევს. 

მთავრობას შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება პირველად 2020 წლის მაისში მიენიჭა, შემდეგ - იმავე წლის დეკემბერში - 6 თვით. იგივე უფლება პარლამენტმა მთავრობას 6 თვით გაუხანგრძლივა 2021 წლის ივნისშიც, ახლა კი ერთწლიანი გახანგრძლივება იგეგმება. 


close დახურვა