logo
ENG



საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს 4 მოქალაქე გაათავისუფლეს

24 დეკ 202118:26
3 წუთის საკითხავი
clock 903
საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს 4 მოქალაქე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე თავისუფალია.

"საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზი”. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტიორებს.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკიარებათ", - წერია განცხადებაში. 

საქართველოს ოთხი მოქალაქე საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ გუშინ დააკავეს.


close დახურვა