logo
ENG



შსს: 2021 წელს გავანადგურეთ 37 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ნარკოტიკი

25 დეკ 202111:51
3 წუთის საკითხავი
clock 898

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ 2021 წელს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. 

განადგურებული ნარკოტიკის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 37 მილიონ ლარზე მეტია.

კერძოდ: შსს-მ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები:

• 23 კილო და 759 გრამი "ჰეროინი"

• 12 127 ტაბლეტი "სუბუტექსი"

• 9 კგ კოკაინი

• 220 გრამი "მდმა"

• 347 გრამი "მეტადონი"

• 1 ტონა და 655 კგ კანაფი

• 1 ტონა და 15 კგ „მარიხუანა“

• "მდმა"- ს შემცველი 1000 ტაბლეტი

• 367 კაფსულა/ტაბლეტი "ტრამადოლი"

• "მეტადონის" შემცველი 125 ტაბლეტი

• 896 გრამი კანაფის ფისი

• 229 გრამი „ალფა პვპ

• 679 კაფსულა „პრეგაბალინი

• 260 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება

• 580 კაფსულა „ფსევდოეფედრინი

"სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ". - წერია უწყების განცხადებაში. 


close დახურვა