logo
ENG



გირჩი - მეტი თავისუფლების წევრს თავს დაესხნენ

26 დეკ 202120:55
3 წუთის საკითხავი
clock 1873
2021/12/26/hkajn366blbcgk6.jpg

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების წევრს გოგიტა რობიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პარტიაში ამბობენ, რომ რობიტაშვილი თბილისში ყრილობას ესწრებოდა, დედოფლისწყაროში დაბრუნებისას კი მას 4 ნიღბიანი დაესხა თავს და სცემა.

პარტიაში მომხდარს დაშინების მცდელობად აფასებენ. მათივე თქმით, პოლიციას უკვე მიმართეს.

თავად გოგიტა რობიტაშვილი ფორმულასთან ამბობს, რომ თავდამსხმელებს არაფერი წაუღიათ, ის ძარცვას გამორიცხავს.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა