logo
ENG



თელავში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ნაწილი დაიწვა

26 დეკ 202121:46
3 წუთის საკითხავი
clock 1555
თელავში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ნაწილი დაიწვა
დავით ჭაბაშვილი/ფორმულა

თელავში, ერეკლე მეორეს მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ნაწილი დაიწვა.

თელავის საკრებულოს თავჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი ამბობს, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ფოიერვერკის სროლის შედეგად გაჩნდა. 

"ქალაქის მთავარი ნაძვის ხის წვეროს გაუჩნდა ცეცხლი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ფოერვერკის სროლის შედეგად მოხდა. გამომწვევ მიზეზებს დავადგენთ.

ხანძრის შედეგად დაზიანებულია საახალწლო განათების მცირე ნაწილიც. ვცდილობთ, უმოკლეს დროში მოვაწესრიგოთ დაზიანებული ნაწილი და აღვადგინოთ განათება", - ამბობს მთვარელიშვილი.

თელავის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ მუნიციპალიტეტის მერმა 24 დეკემბერს აანთო.


close დახურვა