დღეს 11 საათზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე გაიმართება.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სხვადასხვა გაუთვალისწინებელ ხარჯებს ედავებიან, როგორიცაა აშშ-ის სახ.დეპის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში და მისი გამასპინძლება, ასევე, სხვა ხარჯებიც.
დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი სხდომას არ დაესწრება.
დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მარგველაშვილი 12:00 საათზე გეგმავს მისვლას.