logo
ENG



ბასილაია: ეს წელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დასრულების წელი უნდა იყოს

03 იან 202212:42
3 წუთის საკითხავი
clock 774
2022/01/03/5n07xei0gm05x9a.jpg

მიხეილ სააკაშვილს დღეს ადვოკატები ხვდებიან. ბექა ბასიალაია ამბობს, რომ წლევანდელი წელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დასრულების წელი უნდა იყოს.

"წელს პირველი შეხვედრა გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატებს, წლევანდელი წელი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დასრულების წელი, საქართველოს არ ეკადრება ჰყავდეს მესამე პრეზიდენტი მძევლად ისეთ საქმეებზე, სადაც არ არის არანაირი მტკიცებულებები და ჩვენ ვხედავთ რომ სააკაშვილის მიმართ არაერთი ფუნდამენტური უფლება დაირღვა და ამ უფლებების აღსადგენად, მნიშნველოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს." - ამბობს ბექა ბასილაია

ასევე, ადვოკატები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ მიხეილ სააკაშვილთან კონფიდენციალოურად კომუნიკაციის შესაძლებლობა.

მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს სთხოვა, შიმშილობა შეწყვიტონ. პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან.

 

close დახურვა