logo
ENG



თურნავა: ახალი ინფრასტრუქტურით შევხვდით ზამთრის სეზონს მესტიაში, სადაც თოვლიც გვაქვს

10 იან 202213:19
3 წუთის საკითხავი
clock 551
თურნავა: ახალი ინფრასტრუქტურით შევხვდით ზამთრის სეზონს მესტიაში, სადაც თოვლიც გვაქვს

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკა სწრაფად იზრდება, ამის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი  ქართული წარმოების პროდუქტების ექსპორტი და ტურიზმია. 

თურნავას თქმით, ქვეყანაში ტურიზმი მოსალოდნელზე სწრაფად აღდგა, ზამთრის კურორტებზე კი ბევრი დამსვენებელია. ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ახალ ინფრასტრუქტურას მესტიაში. 

"ტურიზმს კვლავ ბევრი გამოწვევა უკავშირდება, რადგან პანდემია გრძელდება, ახალი ტალღა, ახალი შტამები ჩნდება, მაგრამ საქართველო კვლავაც რჩება მიმზიდველ ადგილად ტურისტულ რუკაზე, ტურისტები დღესაც ჩამოდიან. სიმართლე გითხრათ, არ მოველოდით ტურისტული თვალსაზრისით ასეთ სწრაფ აღდგენას, მაგრამ, სწორად გატარებული, დაბალანსებული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ გვაქვს მოსალოდნელზე მაღალი ტემპი. 

ახლა ზამთრის სეზონია. კვლავაც მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა რეგულაცია, რათა წინ აღვუდგეთ მე-6 ტალღას, მაგრამ ჩვენი ზამთრის კურორტები არის სრულ მზადყოფნაში. ახალი ინფრასტრუქტურით შევხვდით ზამთრის სეზონს მესტიაში, სადაც თოვლიც გვაქვს. სხვა კურორტებზეც ბევრი დამსვენებელია". - თქვა ნათია თურნავამ

მესტიაში მოსახლეობას 2021 წლის 25 დეკემბრიდან ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. ენერგო პრო ჯორჯია მიზეზად მაინერებს ასახელებს, რომელსაც დიდი ოდენობით დენი სჭირდება. მოქალაქეები ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდიან, 90-იანი წლების შეთახმების საფუძველზე. 

ელექტროენერგიის არარსებობის გამო მესტიაში რამდენჯერმე ვერ მოხერხდა საბაგიროს ჩართვა. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ხელისუფლება მუშაობს როგორც ენერგო-პრო ჯორჯიასთან, ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან. 

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურა განახლებულიყო. ახალი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბაგირო მუშაობს და მასპინძლობს დამსვენებლებს. სვანეთის რეგიონის მოსახლეობა კარგად ხვდება, რომ განვითარების ერთ-ერთი პერსპექტივა არის ტურიზმი, ზამთრის ტურიზმი, აქედან გამომდინარე, არაფერი გაკეთდება მათი მხრიდან ისეთი, რაც დარტყმის ქვეშ დააყენებს ტურისტულ სეზონს". - ამბობს ნათია თურნავა. 


close დახურვა