logo
ENG



წალენჯიხასა და რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარეები კვლავ არ აურჩევიათ

11 იან 202213:17
3 წუთის საკითხავი
 

წალენჯიხასა და რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარეები კვლავ არ აურჩევიათ.

წალენჯიხაში საკრებულომ შეკრება რამდენჯერმე სცადა, მათ შორის, დღესაც. თუმცა, სხდომა გადაიდო. 

წალენჯიხის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ფორმულას უთხრეს, რომ ისინი მზად იყვნენ, ჩხოროწყუს მოდელს დათანხმებოდნენ - თავმჯდომარედ აერჩიათ გახარიას პარტიის წევრი, კომისიის ხელმძღვანელობის თანამდებობები ქართულ ოცნებას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს გაენაწილებინათ. 

თუმცა, გიორგი გახარიას პარტიამ სხდომათა დარბაზში წარმოადგინა თავისი მოდელი, რომლის მიხედვითაც, ლელოს ერთადერთი დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოში თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდა. ამ ვარიანტს ოპოზიცია არ დაეთანხმა. 

სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შემდეგ კი გადაწყდა, რომ საკითხის განხილვა 20 იანვრის სხდომაზე გაგრძელდება. 

რაც შეეხება რუსთავს - აქ სხდომის შეკრებაც კი ვერ მოხერხდა. ბოიკოტის რეჟიმში მმართველი პარტიის წევრები არიან. 

ოპოზიციის დეპუტატებს, თუ მათ გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, აქვთ საშუალება, კვორუმი შეკრიბონ და თავმჯდომარეც აირჩიონ. თუმცა, ჯერჯერობით არც ეს კეთდება.  


close დახურვა