logo
ENG



12 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - სია

11 იან 202213:54
3 წუთის საკითხავი
clock 1167
12 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - სია

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხებათ შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, პატარა ტბის, კოტე მარჯანიშვილის და კარლო მებაღიშვილის ქუჩების მოსახლეობას.


close დახურვა