logo
ENG

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

12 იან 202208:32
3 წუთის საკითხავი
clock 164
დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება.

მოსამართლე გადაწყვეტილებას 11:00 საათზე გამოაცხადებს. ბრალდებულები პროცესს არ დაესწრებიან. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენს პარტრია ლელოს ოფისში დაელოდებიან.

გუშინ, 11 იანვარს საბოლოო სხდომა ჩატარდა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. საქმის განხილვა ამით დასრულდა. 

იმ შემთხვევაში, თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი გამტყუნდებიან, მათ 12-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება.

ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს. 

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სებ-მა TBC ბანკი 2008 წელს დააჯარიმა, რაც ბანკს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული. 

ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, ვინაიდან, მათი განცხადებით, საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. მათი შეფასებით, სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.


close დახურვა