logo
ENG



დღეს საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

13 იან 202211:33
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება.

სხდომას თავად ექსპრეზიდენტიც დაესწრება. 

საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილმა მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოშია. იმავე საღამოს ის დააკავეს, საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება კი დაკავებიდან 20 დღის შემდეგ, 20 ოქტომბერს წარუდგინეს. 

საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია. 

ასევე, სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები

2021 წლის 10 დეკემბერს საზღვრის კვეთის საქმეზე ბრალი წარუდგინეს კიდევ ერთ ადამიანს - შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს

სააკაშვილის საქმეები სხვა ბრალდებულების საქმეებისგან გამოყვეს და სასამართლო ცალ-ცალკე ეპიზოდებად განიხილავს.


close დახურვა