logo
ENG



სააკაშვილი: გუშინ გონება დავკარგე, მაგრამ დღეს მოვიკრიბე ძალები, რათა თქვენთვის მომემართა

13 იან 202215:06
3 წუთის საკითხავი
 

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მან გონება დაკარგა. 

როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს გონების დაკარგვის უკვე მეორე შემთხვევა იყო.

"უნდა გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა, მათ შორის ეს [სასამართლოს] ტრიბუნა. გუშინ არ დაგიმალავთ და ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ გონება დავკარგე უბრალოდ. მეორედ უკვე რაც ვარ პენიტენციურ სისტემაში, მაგრამ დილიდან დავლიე წამლები, მოვიკრიბე ძალები და მოვედი აქ იმისათვის, რომ შემეხედა თქვენთვის თვალებში, მომემართა თქვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის", - თქვა სააკაშვილმა. 


close დახურვა