logo
ENG



ჰარისი: სააკაშვილის თქმით, ციხეში თავს ესხმიან, კარგი იქნება თუ პროტესტს გამოვთქვამთ

14 იან 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock 2571

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრმა, რიჩარდ ჰარისმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გარშემო არსებული მდგომარეობის გამო ლორდთა პალატას საქართველოს მთავრობისადმი პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა და დიდი ბრიტანეთის ელჩს ყოფილი პრეზიდენტის მონახულება სთხოვა.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში გუშინ იმსჯელეს.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს არჩევნები წააგო, მან მშვიდობიანად გადასცა ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. მას შემდეგ მას ჩამოართვეს მოქალაქეობა, ჩასვეს ციხეში გაყალბებული საბუთების საფუძველზე, რაც Amnesty International-მა აშკარა პოლიტიკურ შურისძიებად შეაფასა. საკნიდან გამოგზავნილ წერილში ის აცხადებს, რომ არ ეძლევა საკუთარ ადვოკატებთან პირისპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა და მასზე სისტემატურად ხდება თავდასხმა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან.

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ საქართველოს მთავრობასთან პროტესტს გამოვთქვამთ და ვთხოვთ დიდი ბრიტანეთის ელჩს ბატონი სააკაშვილი ციხეში მოინახულოს“, - განაცხადა ლორდთა პალატის წევრმა, რიჩარდ ჰარისმა.

პალატის წევრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობის გაუარესების შესახებ. მათ საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვისკენ მოუწოდეს და შეახსენეს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების აუცილებელი პირობაა.

„ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არის ნაწილი იმ უფრო დიდი პრობლემებისა რასაც საქართველოში ადამიანის უფლებათა გაუარესება ეწოდება. განსაკუთრებით კი ეს ეხება შრომით უფლებებს. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე ხომ არ ჯობს ვაცნობოთ საქართველოს ახლანდელ ადმინისტრაციას რომ ნატოში მიღება ადამიანის უფლებების პატივისცემას მოითხოვს“, - განაცხადა ლორდმა რეი კოლინსმა.


close დახურვა