logo
ENG



გრუშოვეცი: უკრაინაში აღძრულია საქმეები საქართველოს პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნებზე

14 იან 202214:18
3 წუთის საკითხავი
clock 2957

უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.

შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინაში წამებასა და არასწორ მკურნალობასთან დაკავშირებით საქართველოს პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.

"უკრაინაში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების მიმართ, წამების, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებასთან და არასწორ მკურნალობასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, რომ არ შეუძლია ამ პირთა პასუხისგებაში მიცემა,გააუქმა ინსპექტორის სამსახურიც, ამიტომ დარწმუნებული ვართ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ამ პირთა ვინაობის დასადგენად, მათი გვარები ისედაც ცნობილია", - ამბობს ადვოკატი.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ უკრაინელი ექიმები მზად არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად საქართველოში ჩამოვიდნენ. 

"ჩვენ უკვე გვქონდა მთელი რიგი შეხვედრები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უკრაინელი ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ შეაფასონ, როგორი ზიანი მიაყენეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამჟამად, მისი მდგომარეობა. უკრაინაში დაბრუნებისთანავე, ყველა დოკუმენტს გადავცემთ უკრაინის გენპროკურატურის საგამოძიებო ბიუროს", -თქვა გრუშოვეცმა

30 დეკემბერს, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. 


close დახურვა