logo
ENG



აუდიტი: 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურში 6 მოლარე იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა

15 იან 202210:27
3 წუთის საკითხავი
clock 1262

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა.

ანგარიშის თანახმად, ხელფასებზე 50,3 ათასი ლარი დაიხარჯა.

"აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ მოლარეებად გაფორმებული ადამიანები პანდემიის დროს წესების რეგულაციაში ეხმარებოდნენ.

"პანდემიის წესების რეგულაციაში გვეხმარებოდნენ ეს ადამიანები. თან პანდემიის დროს მათ ჰქონდათ მოქმედი ხელშეკრულება და ვერც გავუშვებდით, მოლარეების შტატი გვაქვს, მაგრამ არ გვყავს მოლარეები, ველოდებით როდის გახდება ბოტანიკური ბაღი ფასიანი", - ამბობს ქარჩავა.


close დახურვა