logo
ENG

ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს: გავმართოთ საქმიანი შეხვედრა, მოვაგვაროთ დევნილების საკითხი

16 იან 202222:20
3 წუთის საკითხავი
clock 353
ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს: გავმართოთ საქმიანი შეხვედრა, მოვაგვაროთ დევნილების საკითხი
ვახო ქარელი/ფორმულა

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, რომ შეხვდნენ და სანატორიუმ "ქართლის" დევნილების საკითხზე იმსჯელონ.

"მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს! (ცხადია, დევნილებთან შეთანხმებით). გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ "ქართლის" დევნილების საკითხი. ნებისმიერ დროს, მე, გიგა ლემონჯავა ("დროას" წევრი და იურისტი) და დევნილების წარმომადგენელი მოვალთ და მოვაგვაროთ. თუ პოლიტიკოსის დანახვა თქვენთვის მიუღებელია, იურისტი და დევნილები მოვლენ. ოღონდ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს", - წერს ხოშტარია.

მისივე თქმით, თუ საკითხი ვერ მოგვარდა, აქციები გაიმართება და გაჩერებას არ აპირებენ.

დღეს, 16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 


close დახურვა