logo
ENG



ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 32 ადამიანი

17 იან 202211:03
3 წუთის საკითხავი
 
ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 32 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა. 

ჩატარდა 29 711 ტესტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 12.31%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.69%. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 999 343 შემთხვევა დადასტურდა. 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 32 ადამიანი. საქართველოში ვირუსს 14 481 ადამიანი ემსხვერპლა.  

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 530 შემთხვევა, აჭარა - 330, იმერეთი - 213, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 98, გურია - 67, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი -106, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსი ერთდროულად 53 329 ადამიანს აქვს, საიდანაც: 

4 500 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 872, აჭარაში - 611, იმერეთში - 856. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 122, იმერეთში - 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 45, იმერეთში - 26. 2 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 250 - თბილისში, 593- აჭარაში. 46 737 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


close დახურვა