სემეკთან ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის აქციაზე პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა.
ისინი ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებდნენ და დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
დაკავებულია დიმიტრი ბიძინაშვილი და გიორგი წულაია.