logo
ENG



ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა სააკააშვილზე უახლოეს დღეებში იქნება

17 იან 202218:15
3 წუთის საკითხავი
clock 1218
ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა სააკააშვილზე უახლოეს დღეებში იქნება
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება რამდენიმე დღის წინ შეამოწმა და დასკვნას უახლოეს დღეში გაასაჯაროვებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, დასკვნაში შეფასებები იქნება როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე უფლებრივ ნაწილზე.

"ჩემმა კონსილიუმმა რამდენიმე დღის წინ განახორციელა მორიგი ვიზიტი რუსთავის N12 დაწესებულებაში. შეამოწმეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაწეული სამედიცინო მომსახურება და უახლოეს დღეებში კონსილიუმი თავად წარმოადგენს დასკვნა, რომელსაც საჯაროდ გაგაცნობთ", - თქვა ლომჯარიამ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში 30 დეკემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს.


close დახურვა