logo
ENG



სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან

19 იან 202217:42
3 წუთის საკითხავი
clock 525

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

აგენტები ამბობენ, რომ სამინისტროს წარმომადგენლები ინდივიდუალურად ურეკავენ და მათგან ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე უარის თქმას მოითხოვენ. 

"მუქარის ფაქტებიც ყოფილა, რომ შენ მოგიწევს სხვა სამსახურის ძებნა ანუ ეს ყველაფერი დამთავრდება და შემდეგში შენ მოგიწევს ახალი სამსახურის ძებნა. უფრო მასშტაბურ აქციას ვგეგმავთ მთავრობის კანცელარიასთან პირველ საათზე. შევიკრიბებით იქ დასაქმებულები, რომლებმაც 2007 წლის ხელფასზე უარი ვთქვით.

დეზინფორმაციას ავრცელებენ, თავის თანამშრომლებში, რომ სხვა განყოფილების თანამშრომლები დათანხმდნენ მიღებულ შემოთავაზებას და თქვენ რატომ არ თანხმდებით? მოდით თქვენც დაბრუნდით, ადგილზე გადავწყვიტოთ, ვისაუბროთ ანუ შეცდომაში შეჰყავთ დასაქმებულები, რომ ზუსტად ხვალ მაინცდამაინც ჩაუტარდეთ თათბირი, რომ მივიდნენ სამუშაო ადგილებზე, რაც არის მიუღებელი.",- აცხადებს სოციალური აგენტი თეა ნარიმანიშვილი

სოციალური აგენტებმა გასულ კვირას მოთხოვნებს შეუსრულებლობის შემთხვევაში დააანონსეს რომ 17 იანვრიდან გაიფიცებოდნენ. ისინი ხელფასის 100% ზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაწეული გზის ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვენ.

ხვალ მათ 2 აქცია აქვთ დაგეგმილი: ბათუმში ჯანდაცვის სამინისტროსთან, მეორე კი თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან. აღსანიშნავია, რომ ეს არაა აგენტების მხრიდან ხელფასის მომატების მოთხოვნით გაფიცვის პირველი შემთხვევა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვამდე ერთი დღით ადრე ჯანდაცვის სამინისტრო ხელფასების ზრდაზე განცხადება გაავრცელა. გადაწყვეტილების მიხედვით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზებას არ იზიარებენ და ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.


close დახურვა