logo
ENG



სოცაგენტები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას აწყობენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

20 იან 202214:35
3 წუთის საკითხავი
 

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას აწყობენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გამოდიან და აცხადებენ, რომ გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

"იმედი გვაქვს, რომ პრემიერი შეგვხვდება და ჩვენს მოთხოვნებს გავაცნობთ. სამომავლო გეგმებია ასეთია, რომ თუ არ დაგვიკმაყოფილეს მოთხოვნები, არ ვაპირებთ სამსახურში დაბრუნებას. აქციები პერმანენტული იქნება თუ არა არ ვიცით, მაგრამ სამსახურში არ გავდივართ, სანამ მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული, თეა ნარიმანიშვილი.

17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების 100%-ით ზრდას, სამგზავრო თანხის გამოყოფასა და სამედიცინო დაზღვევას ითხოვენ. სოციალური აგენტები აცხადებენ, რომ ისინი უყურადღებოდ არიან დარჩენილნი და სამინისტრო მათ არაფერ ახალს სთავაზობს. 

გაფიცვამდე ერთი დღით ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სოციალური აგენტების და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზებას არ იზიარებენ. 


close დახურვა