logo
ENG



40 თანამშრომლის ინფიცირების გამო, ე.წ. ოქროს ბირჟა დაიხურა

23 იან 202216:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/23/1bmiblo8s5cruvn.jpg

ე.წ. ოქროს ბირჟა 1-ელ თებერვლამდე დაიხურა, მიზეზი კი იქ მომუშავე ადამიანების კორონავირუსით ინფიცირებაა.

როგორც ფორმულას ე.წ. ოქროს ბირჟის დირექტორმა ეთერ ყიფიანმა განუცხადა, ბოლოს ჩატარებული ტესტირებით, კორონავირუსი 40 თანამშრომელს აღმოაჩნდა. 

"ორ კვირაში ერთხელ იტესტება ყველა თანამშრომელი, გუშინ ჩატარებული ტესტირების შედეგებით კოვიდი აღმოაჩნდა 40 თანამშრომელს, რის საფუძველზეც მივიღეთ ბირჟის დახურვის გადაწყვეტილება პირველ თებერვლამდე", - ამბობს ეთერ ყიფიანი. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 696 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 ადამიანი. 


close დახურვა