logo
ENG



NATO აღმოსავლეთ ევროპის შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად სამხედრო შეიარაღებას გზავნის

24 იან 202214:48
3 წუთის საკითხავი
clock 2139

NATO აღმოსავლეთ ევროპის შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად სამხედრო შეიარაღებას გზავნის

კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპაში გაიგზავნება სამხედრო გემების და საბრძოლო თვითმფრინავების დამატებითი რაოდენობა. 

გადაწყვეტილება ალიანსის მოკავშირეებმა უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებების გამო მიიღეს. 

დანია ბალტიის ზღვარში საბრძოლო ხომალდს - ფრეგატს აგზავნის, ასევე, ლიეტუვაში განათავსებს 4 ერთეულ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს. 

ესპანეთი ასევე აგზავნის საბრძოლო გემებს, რომლებიც NATO-ს საზღვაო ძალებს შეუერთდებიან, ასევე, განიხილავს ბულგარეთში საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებას. 

საფრანგეთი გამოხატავს მზაობას, რუმინეთში, NATO-ს ბრძანების ქვეშ, ჯარისკაცები გაგზავნოს. 

ნიდერლანდები აპრილში ასევე გაგზავნიან 2 F-35 საბრძოლო თვითმფრინავს ბულგარეთში, რათა მხარი დაუჭირონ NATO-ს საჰაერო-სამხედრო აქტივობას რეგიონში. ასევე, აგზავნის როგორც გემს, ისე ქვეით დანაყოფებს, რათა შეუერთდნენ NATO-ს საპასუხო რეაგირების ძალებს. 

ასევე, აშშ-მ ცხადად განახცადა, რომ გეგმავს სამხედრო ყოფნის გაზრდას ნატოს აღმოსავლეთ ნაწილში. 

"მივესალმები მოკავშირეების მიერ NATO-სთვის დამატებითი ძალების კონტრიბუციას. NATO, მოკავშირეების დაცვის მიზნით, გააგრძელებს ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმას, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერების ჩათვლით. ჩვენ ყოველთვის გავცემთ პასუხს ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების ჩათვლით". - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 


close დახურვა