logo
ENG



სააკაშვილი ინსპექტორს: გამოაქვეყნეთ გლდანის ციხეში ჩემ მიმართ სადამსჯელო ოპერაციის კადრები

24 იან 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock 491
სააკაშვილი ინსპექტორს: გამოაქვეყნეთ გლდანის ციხეში ჩემ მიმართ სადამსჯელო ოპერაციის კადრები

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მოუწოდებს, გამოაქვეყნოა მისი გლდანის ციხეში გადაყვანის მასალები. ამის შესახებ მის facebook-ზე გავრცელებულ წერილშია ნათქვამი. 

ამასთან, სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ინსპექტორის სამსახური გამოძიების შუალედურ მასალებს გამოაქვეყნებს.

"მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე, გლდანის ციხეში, ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მათ ხელთ არსებული მასალები. ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო. იმედი მაქვს, სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს", - ამბობს სააკაშვილი.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას და უკრაინის პარლამენტის მისი მონახულების საშუალება ამ დრომდე არ აქვთ. 

"ასევე ის, რომ ჩემს სანახავად დღემდე არ უშვებენ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, ნათლად ასახავს იმ ყაჩაღთა ბანდის უკრაინისადმი დამოკიდებულებას, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა", - წერს სააკაშვილი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობაზე მიმდინარეობს.

2021 11 ნოემბერს წლის პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 


close დახურვა