logo
ENG



სტოლტენბერგი: რუსეთმა უნდა გამოიყვანოს ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან

26 იან 202223:36
3 წუთის საკითხავი
clock 1442
2022/01/26/5dlquhi8kax6p6x.jpg

მზად ვართ, მოვისმინოთ რუსეთის შეშფოთებები და ვაწარმოოთ რეალური საუბარი იმაზე, რომ შევინარჩუნოთ და გავამყაროთ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ, დაწყებული ჰელსინკის შეთანხმებებიდან.

ეს მოიცავს ყველა ერის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს იძულებითი ძალის გამოყენებისგან, აგრესიული რიტორიკისგან და მოკავშირეებისა და სხვა ერების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებებისგან.

რუსეთმა უნდა გამოიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადა, სადაც ისინი ამ ქვეყნების ნებართვის გარეშეა განლაგებული. და ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში, მათ შორის ნორმანდიის ფორმატში.


close დახურვა