კანადა უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს. ამის შესახებ პრმეიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
კანადის ხელისუფლება გეგმავს, რომ სასწავლო მისია UNIFIER-ის სამხედროების რაოდენობა ორჯერ, 400-მდე გაზარდოს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისიის ხანგრძლივობა კიდევ 3 წლით გაზარდეს. UNIFIER-ის მისია უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება, გამოცდილების გაცვლითა და ერთობლივი სამხედრო სწავლებებით. კანადელი სამხედროები უკრაინაში გაგზავნილნი არიან, როგორც მრჩევლები და კონსულტანტები.
გარდა ამისა, კიევი მიიღებს არალეტალურ იარაღს, სადაზვერვო მონაცემებსა და დახმარებას კიბერთავდასხმების დროს. ამასთან, უკრაინა 39 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს.
"კანად რჩება უკრაინის მეგობრად და გააგრძელებს უკრაინის მთავრობასთან და რეგიონში სხვა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობებს", - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.
მან მოუწოდა რუსეთს, შეამციროს დაძაბულობა და ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში სიტუაციის მშვიდობიანი, დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად.