logo
ENG



NDI: მოსახლეობის ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემა უმუშევრობა და ფასების ზრდაა

27 იან 202212:02
3 წუთის საკითხავი
clock 1032
NDI: მოსახლეობის ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემა უმუშევრობა და ფასების ზრდაა
ვახო ქარელი/ფორმულა

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობა ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პრობლემებად უმუშევრობას, ფასების ზრდას და სიღარიბეს ასახელებენ.

შეკითხვაზე, თქვენი აზრით, რა არის საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა:

  • უმუშევრობა - 49%
  • ფასების ზრდა/ინფლაცია - 42%
  • სიღარიბე - 23%
  • დაბალი ხელფასი - 21%
  • ლარის გაუფასურება - 14 %
  • კორონავირუსი - 10%

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.


close დახურვა