logo
ENG



რუსეთი: შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით

28 იან 202221:16
3 წუთის საკითხავი
clock 1951
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

26 იანვარს თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ევროპული საქართველოს მიერ გამართული აქციის გამო მოსკოვმა საქართველოს საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა. რუსეთი „შეშფოთებულია“ აქციით, რომლის მიზანი უკრაინის მხარდაჭერა იყო და რომლის ფარგლებშიც შენობას უკრაინის დროშა მიანათეს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორმა მედიასთან თქვა, იმედოვნებენ, რომ „ქართული მხარე მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დაუშვებს:

"მომხდარი შეშფოთებით მივიღეთ. 26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ რუსული ინტერესების დამცველ შენობასთან, შვეიცარიის საელჩოსთან ახლოს, გამართა ანტირუსული პოლიტიკური აქცია. აქციის დაწყებამდე შენობაში გაითიშა როგორც ძირითადი ისე სათადარიგო ელექტროსისტემა.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა ნოტა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზედმიწევნით შეასრულოს 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციით განსაზღვრული დიპლომატიური ვალდებულებები. ანალოგიური გადაეცა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესთა დამცველს.

ამ დროისთვის შენობაში ელექტროენერგია სრულიად აღდგენილია.

ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დაუშვებს." – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ა.ზაიცევი


close დახურვა