logo
ENG



გლდანში, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციით 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი

29 იან 202218:59
3 წუთის საკითხავი
 

გლდანის მე-2 მიკრო რაიონში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის გამო, 5 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. საუბარია 2 მშობელსა და 3 მცირეწლოვანზე. ისინი ნაქირავებ ბინაში, 2 დღის გადასულები იყვნენ. 

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 


close დახურვა