logo
ENG



ამ დროისთვის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%-ია აცრილი

30 იან 202217:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/30/zvo0ut2bvd3iz4n.jpg

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6 პროცენტია აცრილი. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სკოლებში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ორჯერადად აცრილი ან კოვიდგადატანილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი - კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.

"როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმი გადაამზადეს. სწორედ გადამზადებული ექიმები უზრუნველყოფენ აღნიშნულ სკოლებში Covid-19-ზე თანამშრომელთა ტესტირებას. ხოლო იმ სკოლებში, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაგრძელდება. 

ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია როგორც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა