logo
ENG



"ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები უკრაინაზე რეაგირებით შეფასდებიან" - ჯონსონი კიევში ჩავიდა

01 თებ 202221:38
3 წუთის საკითხავი
 
"ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები უკრაინაზე რეაგირებით შეფასდებიან" - ჯონსონი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. 

ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. 

მათ უკრაინის საზღვართან შექმნილ ვითარებასა და ურთიერთთანამშრომლობის ფორმებზე ისაუბრეს. 

"უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ჩვენ აქ ვართ, 100 ათასი რუსი ჯარისკაცი შეკრებილია თქვენს საზღვართან. ალბათ ეს უკრაინის მიმართ მტრობის უდიდესი გამოვლინებაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 35 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა და ყირიმში შეიჭრა 2014 წელს. 

მაშინ 13 ათასი უკრაინელი დაიღუპა. უკრაინა 10 წელია, ომობს. 

რუსეთის შეჭრა უკრაინაში იქნება ნამდვილი პოლიტიკური კატასტროფა, ჰუმანიტარული კატასტროფა და ჩემი აზრით, რუსეთისა და მსოფლიოსთვის სამხედრო კატასტროფა. 

უკრაინაში შესაძლო შეჭრა პირდაპირ ეწინააღმდეგება პრეზიდენტ პუტინის მტკიცებას, რომ მოქმედებს უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად. 

დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები უკრაინელი ხალხის და მსოფლიოს მიერ შეფასდება იმის მიხედვით, როგორი რეაგირება გვექნება და როგორ დავეხმარებით მას". - თქვა ბორის ჯონსონმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ბორის ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ 2015 წლის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა გაწვრთნა 20 ათასი უკრაინელი სამხედრო და მიაწოდა 2.2 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების არალეტალური სამხედრო აღჭურვილობა. 

ამასთან, პრემიერმინისტრის განცხადებით, ბრიტანეთმა 2 კვირის წინ, თავდაცვის გასაძლიერებლად ანტი-სარაკეტო იარაღი გამოუგზავნა, ახლა კი კიდევ 88 მილიონი სტერლინგის დახმარებას გაუწევს, უკრაინის კარგი მმართველობის და ენერგო დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. 

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსეთმა აირჩიოს დიპლომატიის გზა და მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებულები ვართ დიალოგში ჩართვით. მაგრამ ჩვენ სანქციებიც გვაქვს მომზადებული, ასევე, მზად ვართ, უკრაინას გავუწიოთ სამხედრო დახმარება. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკურ თანაშრომლობას, იმიტომ, რომ ჩვენ უკრაინის მტკიცე მოკავშირეები და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები ვართ". - განაცხდა ბორის ჯონსონმა. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უკრაინის საკითხზე სასაუბროდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ხვალ, 2 თებერვალს შეხვდება. 


close დახურვა