logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, სუს-მა გორში ბიტკოინების ქარხანას მიაგნო

03 თებ 202210:24
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორში ბიტკოინების ქარხანას მიაგნო.

მაინერები გორის მერიის კულტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს გიორგი ქვათაძეს ეკუთნოდა, მაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადი კი - 6000 ლარს აღწევდა, რისი გადახდაც ბიუჯეტიდან ხდებოდა.

ფორმულას ინფორმაციით, გიორგი ქვათაძემ აღიარა, რომ მაინერები მას ეკუთვნოდა და 2 წლის განმავლობაში იყენებდა. ქვათაძე კულტურის ცენტრში აღარ მუშაობს, თუმცა ის არ დაუკავებიათ, რადგან სავარაუდოდ ქართული ოცნების კადრია.

სუს-მა მაინერები გორის კულტურის ცენტრიდან ამოიღო, მაინერები დალუქულია. კულტურის ცენტრის თანამშრომლები ფორმულასთან ამბობენ, რომ მაინერების და სპეცოპერაციის შესახებ არაფერი იციან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფორმულას დაუდასტურეს, რომ კულტურის სახლში  საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებენ. უწყების ინფორმაციით, ჯერ არავინ დაუკავებიათ. 


close დახურვა