საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციამ 1.1 %, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული ფასები გაიზარდა 23.3%-ით
პური და პურპროდუქტები ფასები გაიზარდა 20.5%-ით
ზეთი და ცხიმი ფასები გაიზარდა 19.6%-ით
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები ფასები გაიზარდა 18.3%-ით
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული ფასები გაიზარდა 18.2%-ით
თევზეული ფასები გაიზარდა 16.6%- ით
რძე, ყველი და კვერცხი ფასები გაიზარდა 14.4% -ით
ხილი და ყურძენი ფასები გაიზარდა 13.7%-ით
ხორცი და ხორცის პროდუქტები ფასები გაიზარდა 11.9% -ით
ყავა, ჩაი და კაკაო ფასები გაიზარდა 7.8%-ით
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8%-იანი მატება.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები ფასები გაიზარდა 68%-ით
წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება ფასები გაიზარდა 58%-თ
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება ფასები გაიზარდა 8.7%-ით
ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე -3.1%-ით.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2%-ით. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 23.3%-ით.
შეგახსენებთ, დეკემბერში, წლიური ინფლაცია ასევე 13.9% იყო. სებ-ის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება. უკვე ზედიზედ მეშვიდე თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.