logo
ENG



სეს: კუსტარულად მოწყობილ საწარმოში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოვლინდა

04 თებ 202212:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/04/6s7bplnvbclegg5.jpg

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოვლინდა.

სააგენტოში ამბობენ, რომ ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემალაძის 14 ა ნომერში, გამოავლინეს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო, რომელიც მათთვის გვერდის ავლით საქმიანობდა.

"საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც.

სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია)", - აღნიშნავენ სააგენტოში.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დალუქული ხორცი კი განადგურდება.


close დახურვა