logo
ENG



კალაძე საკრებულოში მისვლაზე: გადავწყვეტ მე, ხმალაძე მივა იქ, სადაც საჭიროა, როცა საჭიროა

08 თებ 202212:50
3 წუთის საკითხავი
 

უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე და მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, კახა გულედანი ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოში, ფრაქციის სხდომაზე მიიწვიეს. ხმალაძე სხდომაზე არ მივიდა.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მისი მოადგილე მივა იქ, სადაც საჭიროა.

"ხმალაძე მივა, იქ სადაც საჭიროა და როცა საჭიროა. [...] კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას გადავწყვეტ მე, ხმალაძე იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა", - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით მერიას ორმაგი სტანდარტი აქვს. ოპოზიციის განცხადებით, მაშინ როცა მერია გაჭირვებულ მოქალაქეებს საცხოვრებლებს უნგრევს, კახა კალაძესთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უკანონო მშენებლობის საშუალება ეძლევათ. პარტიას ოთხპუნქტიანი გეგმა აქვს შემუშავებული. ფრაქციის სხდომაზე მერის მოადგილის მიწვევაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება.

კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს ტყუილს უწოდებს, რის გამოც არაერთხელ მოხვდათ "ცხვირ-პირში სიმართლე"

"როცა ხდება სახელმწიფო მიწების დატაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობის განხორციელება, ვითომ უსახლკაროები რომ აკეთებენ, მუნიციპალიტეტი პირდაპირ ვალდებულია განახორციელოს ამ სამშენებლო ობიექტების დემონტაჟი. როდესაც კერძო საკუთრებაზე მიმდინარეობს მშენებლობა, მუნიციპალიტეტს არანაირი უფლება არ გააჩნია კანონით, რომ შევიდეს და განახორციელოს სადემონტაჟო სამუშაოები. მუნიციპალიტეტი ვალდებულია იმოქმედოს კანონის ფარგლებში, გამოწეროს ჯარიმები და გადასცეს აღსრულების ბიუროს", - ამბობს კალაძე.


close დახურვა