რუსეთის ოფიციალური პირები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მანამდე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტენი კონფერენციას პირადად ან ონლაინფორმატში არ დაესწრებოდა.
18-20 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში 35-მდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. სავარაუდოდ, აშშ-ს წარმომადგენელი კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იქნებიან. გერმანიის დელეგაციას გაუძღვება კანცლერი ოლაფ შოლცი. მოსალოდნელია, რომ მიუნხენში ჩაფრინდეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. საქართველოს მხრიდან კი კონფერენციაში მონაწილეობას პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას.