logo
ENG



გვარამიას თქმით, უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო

10 თებ 202221:34
3 წუთის საკითხავი
 
გვარამიას თქმით, უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო. 

გვარამიას თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება მას ცოტა ხნის წინ გადაეცა. გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

"ფაქტზე იყო აღძრული საქმე - სააკაშვილის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბების და შესაძლო წამების ფაქტების შესახებ. დღეს მიხეილ სააკაშვილი უკვე ცნობილია დაზარალებულად. არსებობს ფაქტი და არსებობს დაზარალებული. ერთადერთი ნაბიჯი რაც დარჩა, ეს არის ბრალდებულების გამოვლენა და სავარაუდოდ, ეს იქნებიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და შესაძლოა თანამდებობის პირებიც. მათ შეუძლიათ აღძრან ექსტრატერიტორიულობის პრინციპით საქმე საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის თანამდებობის პირების წინააღმდეგ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ მთავარი არხის ეთერში. 


close დახურვა