logo
ENG



თელავის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს, დაწყებულია გამოძიება

11 თებ 202211:23
3 წუთის საკითხავი
 

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში შუა ხნის ცოლ-ქმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ფორმულას ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წუხელ ფერმაში შელაპარაკების ხმა მოესმათ. მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო მკვლელობის მუხლით, ზუსტი კვალიფიკაცია კი მოგვიანებით დაზუსტდება. უწყების ცნობითვე, დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობაც. 


close დახურვა