logo
ENG



სამინისტრო: ბოლო 7 დღეში, კოვიდ-19 მასწავლებელთა 6.5%-სა და მოსწავლეთა 2.5%-ს დაუდასტურდა

12 თებ 202216:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/12/7bs58muh08gmnt2.jpg

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება.

რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო 7 დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.

"გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა