logo
ENG



ESPN: ნიკოლოზ ბასილაშვილის გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას იძიებენ

14 თებ 202216:12
3 წუთის საკითხავი
clock 1337
ESPN: ნიკოლოზ ბასილაშვილის გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას იძიებენ

ესპანური სპორტული გამოცემა ESPN ნიკოლოზ ბასილაშვილზე წერს, რომ ის გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი და ამ საქმეზე ჩოგბურთის ანტიკორუფციული სამსახური (ATP) გამოძიებას რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაცია იძიებს 2016 წლის მატჩების საქმეს და გარიგებაზე თუ ეჭვები დადასტურდება, ნიკოლოზ ბასილაშვილს დროებითი, ან უვადო დისკვალიფიკაცია ემუქრება. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს ჩოგბურთელის შესახებ ესპანური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

"სტატია მთლიანად არის დაყრდნობილი ვარაუდებზე. ის მომზადდა ცალმხრივად და ინფორმაცია არ გადამოწმებულა ნიკოლოზ ბასილაშვილთან და არც ანტიკორუფციულ ოფისში (ITIA). რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, გვსურს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი სანქციები და დისკვალიფიკაცია არ ემუქრება. ის ამ დროისთვის იმყოფება დოჰაში ტურნირზე, რომლის  გამარჯვებულიც  გასულ წელს გახდა", - წერს ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა. 

 


close დახურვა