logo
ENG



ქართული ოცნება ბადრი ჯაფარიძეს და შალვა ნათელაშვილს დეპუტატობას შეუწყვეტს

14 თებ 202220:18
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნება ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას მხარს უჭერს.

გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. 

საკითზე კენჭისყრა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

"სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი გადაწყვეტილება", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს.

შალვა ნათელაშვილს უმრავლესობა არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის უწყვეტს მანდატს. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის დეპუტატის მანდატის შეჩერებას თავისივე განცხადების საფუძველზე ითხოვდა.


close დახურვა