
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოფელ სამებასთან დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 21:03 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდას შეადგენდა.
დღეს მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან 16:13 საათზეც დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ასევე სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც კიდევ რამდენიმე მიწისძვრა მოჰყვა.