logo
ENG



კლუბები საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებენ

15 თებ 202219:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/15/3ue3wuq9pk9b07i.jpg

საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. ამავე დროს, ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმად, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება.

"როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა", - აღნიშნულია მთავრობის გადაწყვეტილება. 

მას შემდეგ რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო კლუბები დაიკეტა და ამ დრომდე, ცალკეული გამონაკლისების გარდა, მუშაობას ვერ ახერხებდა. პანდემიის მიზეზით კი კლუბების გახსნა მთავრობამ არაერთხელ გადადო, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დაწესებულებები შეზღუდვების პირობებში მუშაობას აგრძელებდნენ. 


close დახურვა